fbpx
საზოგადოება

“თვეში 7.000 ევროიან სამსახურს მთავაზობენ, მაგრამ საბერძნეთში დავრჩები” – ბერძნული Master Chef-ის მონაწილე

ბერძნული MasterChef-ის მონაწილეს, ასიმინა უსტალის შვეიცარიაში სთავაზობენ სამსახურს, სადაც თვეში 7.000 ევროს გადაუხდიან, თუმცა, შეფი შეთავაზებაზე უარს ამბობს. ამის შესახებ ის “Happy Day”-ს კამერასთან თავად საუბრობს.

როგორც ახალგაზრდა ქალი ამბობს, რესტორნებში სადაც უმუშავია, მხოლოდ მამაკაცების გარემოცვაში იყო და ისინი უცნაურად უყურებდნენ.

“როცა ნავარჯიშები სხეული გაქვს, გინდა, არ გინდა, ეს ტელევიზორში ჩანს. მე არ მინდოდა ეს მეჩვენებინა, მაგრამ გოგონა ვარ, რა ჩავიცვა?!

MasterChef-ის ჟიურის წევრებთან არ გვქონია ხშირი კონტაქტი, არის გადაღებები, მათ აქვთ თავიანთი რესტორნები და ამის დრო არ არის. როცა პროექტიდან გამოვეთიშე, ბატონი კოსტოპულო ჩემთან მოვიდა და მითხრა, რომ არ მენერვიულა. მითხრა, რომ ის ჩემთან იყო და ტელეფონი მომცა.

მივიღე შეთავაზება გადაცემაში, მაგრამ ჯერ კიდევ არ არის გადაწყვეტილი. მე ძალიან მინდა საკუთარი შოუ გავაკეთო, რომელსაც ექნება ისეთი შინაარსი, როგორიც საბერძნეთში ჯერ არ არსებობს. ეს იქნება კერძების მომზადებაზე, იქნება ბევრი სიცილი და რაღაც განსხვავებული… ვფიქრობ, ძალიან კარგად წავიდოდა.

თუმცა, მაქვს კიდევ სხვა შეთავაზებები. შემომთავაზეს სამსახური შვეიცარიაში, თვეში 7.000 ევროიანი ხელფასით, მაგრამ ჩემი პოტენციალი საბერძნეთში მინდა გამოვცადო,” ამბობს უსტალი.

onalem

ტესტ