fbpx
საზოგადოება

ათენი: სკოლის მოსწავლის პურში ტარაკანა აღმოჩნდა – დედის საჩივარი

ბერძენი ქალი, რომლის შვილსაც პური ანო ლიოსიაში მდებარე სკოლაში გადასცეს, ხელმძღვანელობას საჩივრით მიმართავს. როგორც ირკვევა, პური მოსწავლეს მისთვის განკუთვნილ საჭმელთან ერთად მისცეს, თუმცა, მაშინვე არ მიირთვა და სახლში მიიტანა.

ქალი ამბობს, რომ ტარაკანა მაშინ იპოვეს, როცა პურის მირთმევა ბავშვმა მოგვიანებით მოინდომა, მანამდე კი თავად ვერაფერი შენიშნა.

მიუხედავად ამ ყველაფრისა, სკოლის ხელმძღვანელობამდე პურს ამ მდგომარეობაში არ მიუღწევია და ისინი მხოლოდ ბავშვის დედის მიერ გადაღებულ ფოტოს დასჯერდნენ. ისინი აცახდებენ, რომ სკოლაში ყოველდღიურად 300 პორცია საჭმელი ნაწილდება და არსებობს სამი პირი, რომელიც უსაფრთხოებას უზრუნველყოფს.

მშობელთა ასოციაცია კი თავის მხრივ აცხადებს, რომ ეს სკოლაში მომხდარი პირველი შემთხვევა არ არის.

onalem

ტესტ