fbpx
კრიმინალი

დედას შვილი ძალადობითა და მუქარით წაართვა და სავარაუდოდ, 19 წლის გოგოსთან ერთად ამყოფებდა – ილიუპოლის საქმის სკანდალური დეტალები

ილიუპოლში დაკავებული პოლიციელის წინააღმდეგ ბრალდებები საკმაოდ მძიმეა. საქმის შესახებ კიდევ უფრო მეტი დეტალი ხდება ცნობილი, რაც ამბავს მეტად საზარელს ხდის.

გამორიცხული არ არის, რომ საბერძნეთის პოლიციის ოფიცერი საკუთარ 9 წლის ქალიშვილს 19 წლის გოგოსთან ერთად აცხოვრებდა, რომელზეც მუდმივად ძალადობდა და აიძულებდა პროსტიტუციით დაკავებულოყო.

მისი დანაშაულებრივი ქმედებების გამომჟღავნების შემდეგ ოფიცრის ყოფილმა მეუღლემ დუმილი დაარღვია და განაცხადა, რომ ისიც მსხვერპლია, რადგან წარსულში მასზეც ძალადობდა და ემუქრებოდა, რათა საკუთარ 9 წლის ქალიშვილზე მეურვეობა მიეღო. პოლიციელმა ეს მოახერხა კიდეც და ქალი გოგონას საერთოდ ჩამოაშორა. ახლა კი, შვილს მოგლეჯილმა დედამ ხმა აიმაღლა და სასამართლოში ბავშვის მეურვეობისთვის იბრძვის, რასაც, სავარაუდოდ, დაიბრუნებს კიდეც.

გამოძიებას აქვს კითხვა, სად იმყოფებოდა მთელი ამ დროის მანძილზე 9 წლის გოგონა და გახდა თუ არა იმ ყველაფრის მომსწრე, რასაც პოლიციელი 19 წლის გოგონას უკეთებდა. თუკი დადგინდება, რომ ის ძალადობის მომსწრე იყო, ბრალდებები კიდევ უფრო დაუმძიმდება.

ცნობილია მხოლოდ ის, რომ 19 წლის გოგო 9 წლის ბავშვს იცნობდა, ეს კი ნიშნავს, რომ ისინი სახლში ერთად იმყოფებოდნენ.

onalem

ტესტ