fbpx
კრიმინალი

“ბაზარში დავინახეთ, რომ ოქროს ყელსაბამი ეკეთა და უკან გავყევით” – ბოშების აღიარება 73 წლის ქალის მკვლელობასთან დაკავშირებით

როგორც უკვე ცნობილია, ბოშებმა რამდენიმე დღის წინ 73 წლის ბერძენ ქალს გაძარცვის მიზნით დაესხნენ თავს, თუმცა, მისთვის ყელსაბამის წართმევა ვერ შეძლეს და საბოლოოდ სასტიკად მოკლეს.

დაკავებულთაგან ერთ-ერთი პოლიციას მომხდართან დაკავშირებით ჩვენებას აძლევს:

“ის წინა დღეს ბაზარში ვნახეთ და შევამჩნიეთ, რომ ოქროს ყელსაბამი ეკეთა. გადავწყვიტეთ, რომ უკან გავყოლოდით. ქმართან ერთად მანქანით სახლში დაბრუნდა და ჩვენც გავყევით. როცა მამაკაცი სახლში შევიდა, ჩემი მეგობარი მანქანიდან გადავიდა და მისთვის ოქროს ყელსაბამის წართმევა შეძლო. მან ყვირილი დაიწყო და წინააღმდეგობა გაუწია. შედეგაც მისი ქმარი და შვილი გამოვიდნენ. შემდეგ ის მანქანაში დაბრუნდა და გაქცევისას მას დავეჯახეთ.”

პოლიცია მათ მომდევნო სამი დღის მანძილზე ეძებდა და როგორც გაირკვა, ბოშები სხვადასხვა სახლებში იმალებოდნენ, რათა ოფიცრებისთვის თავი აერიდებინათ.

ორივე ბრალდებულს ხვალ გაასამართლებენ.

შეგახსენებთ, რომ მათ 73 წლის ქალს მანქანით ზედ რამდენჯერმე გადაუარეს. მას სხეულის თითქმის ყველა ძვალი დამტვრეული ჰქონდა.

onalem

ტესტ