fbpx
პოზიტივი

ხუთშაბათს, 18:00 საათზე, ათენში ნაძვის ხე განათდება – ათენის დასის კონცერტი, რომელიც საშობაო განწყობას შემოიტანს

როგორც უკვე ცნობილია, ათენში, სინდაღმაზე უკვე დაიწყო საშობაო ნაძვის ხის მორთვის სამუშაოები. 17 მეტრიანი ნაძვი კარპენისიდან ჩამოიტანეს და 24.000 ნათურით ის ქალაქის მთავარი ნაძვის ხე იქნება.

როგორც მედია იუწყება, ის ოფიციალურად 23 ნოემბერს, ხუთშაბათს განათდება, საღამოს 18:00 საათზე. კოსტას ბაკოიანი მოუწოდებს ყველას, დიდსა თუ პატარას, მოიყარონ თავი სინდაღმის მოედანზე, რათა ნელ-ნელა დღესასწაულებისთვის განვეწყოთ, რაშიც აუცილებლად დაგვეხმარება ათენის ბენდი, რომელიც ნაძვის ხის განათებისას საშობაო სიმღერებს შეასრულებს.

სცენაზე ვიხილავთ დოროს დიმოსთენუსა და პენი ბალტაძის, მათი განსაკუთრებული ვოკალი შეუერთდება ათენის დასის შესრულებას და ქალაქს სადღესასწაულო რიტმში ჩააყენებს.

onalem

ტესტ