fbpx
კრიმინალისაბერძნეთი

ათენის უნივერსიტეტის რექტორი: ”უნივერსიტეტი უკანონოდ მოვაჭრეთა თავშესაფარია”

ათენის ეკონომიკისა და ბიზნესის უნივერსიტეტის რექტორმა აღიარა, რომ უნივერსიტეტის კამპუსს უკანონო ვაჭრობისთვის იყენებენ. ეს განსაკუთრებით ეხება სიგარეტით ვაჭრობას და დაახლოებით 10 წელია მიმდინარეობს.

”უკანონო ვაჭრობა უნივერსიტეტის მიმდებარე ტერიტორიაზე ათწლეულის პრობლემაა,” განაცხადა ემანუილ ძაკუმაკისმა და ასევე დასძინა, რომ უნივერსიტეტის ხელმძღვანელობას აღნიშნულის წინააღმდეგ საბრძოლველად თითქმის არანაირი საშუალება არ აქვს.

”ვინც ამ ყველაფრის აღმოფხვრას უნდა ცდილობდეს, არის ხალხი, რომელთა პასუხისმგებლობაც უკანონო ვაჭრობასთან ბრძოლაა, ეს არ არის უნივერსიტეტის ხელმძღვანელობის საქმე. მე არ შემიძლია ოფიციალურად დავადასტურო, რომ ვაჭრობა უკანონოა, რადგან ეს არ არის ჩემი კომპეტენცია,” აცხადებს ძაკუმაკისი.

უკანონოდ მოვაჭრეები საქონელს ყიდიან, პოლიციის რეიდების დროს კი, თავს უნივერსიტეტის კამპუსს აფარებენ.

იგივე პრობლემა არსებობს თესალონიკში არისტოტელეს უნივერსიტეტში, სადაც ჩივიან მზარდ ნარკოვაჭრობის ფაქტებზე. უნივერსიტეტის ტერიტორიაზე ამ მიზეზით წელს ორი ადამიანი გარდაცვალა.

onalem

ტესტ