fbpx
საბერძნეთისაზოგადოება

თესალონიკი: სასტუმროში, რომელშიც ერთი ინფიცირებული იმიგრანტი აღმოჩნდა, კარანტინი გამოცხადდა

ბერძნული მედიის ინფორმაციით, თესალონიკში მდებარე ერთ-ერთ სასტუმროში კარანტინი გამოცხადდა.

ტელეკომპანია Mega იუწყება, რომ ყველა ადამიანი, რომელიც ამ სასტუმროში იმყოფება, 14 დღით იზოლაციაში მოექცა, რადგან ერთ-ერთ იმიგრანტს კორონავირუსი დაუდგინდა.

დილის 18:00 საათიდან ადგილზე მობილიზებულია პოლიცია, რომ ნებისმიერი შესვლა-გასვლა აღკვეთონ.

როგორც ირკვევა, ეს არის სასტუმრო, რომელიც იღებს იმიგრანტებსა და ლტოლვილებს, სწორედ მათგან ერთ-ერთი აღმოჩნდა კორონავირუსით ინფიცირებული, რამაც მთელი შენობის კარანტინში მოქცევა გამოიწვია.

 

onalem

ტესტ