fbpx
საბერძნეთი

საბერძნეთის აეროპორტებმა, ავია კატასტროფის გამო, ბოინგ 737 მაქსის ყველა რეისი გააუქმეს

გუშინ საბერძნეთის თითოეულ აეროპორტში ეთიოპიური ავიახაზების ლაინერის ბოინგ 737 მაქსის შესვლა აიკრძალა. პირველი ქვეყანა, რომელმაც ავია კომპანიის ყველა რეისი გააუქმა ჩინეთი იყო, რასაც შემდეგ მოჰყვა ევროპის ქვეყნების მოქმედებაც.

Boeing 737 Μax 8 და 9-ის ევროპის საჰაერო სივრცეში დაგეგმილი ყველა რეისი დაუყოვნებლივ გაუქმდა.

შეგახსენებთ, რომ 10 მარტს, დილით, ლაინერის კატასტროფას 157 ადამიანი ემსხვერპლა.

როგორც ცნობილია, ბოინგის აღნიშნული სახეობა ავიაციის სფეროში ახალია. მძიმეა ფაქტი, რომ ოთხი თვის წინ ზუსტად იგივე სახის ლაინერმა პირველი კატასტროფა განიცადა, სადაც 189 ადამიანი დაიღუპა.

ეთიოპიურ ბოინგს 29 წლის კენიელი პილოტი მართავდა, რომელიც კოლეგებში დიდი ნდობით სარგებლობდა და ფრენის 8.000 საათიანი გამოცდილება ჰქონდა.

onalem

ტესტ