fbpx
საზოგადოება

“მიიღე, ასე მოგიხდება!” – უყვიროდა 34 წლის იოანას თავდამსხმელი ქალი, როცა მჟავა შეასხა

ტელეკომპანია ΑΝΤ1-ზე კიდევ ერთი საინტერესო სიუჟეტი გავიდა, სადაც ითქვა, რომ კამერებმა დააფიქსირეს ორი ქალი, რომელიც შავებს ატარებდა და ამ დროისთვის პოლიცია ცდილობს დაადგინოს მათი ვინაობა და გამოკვეთოს, არის თუ არა მათ შორის ის ადამიანი, რომელმაც 34 წლის იოანას, ფაქტობრივად, ცხოვრება დაუმახინჯა.

როგორც ცნობილი გახდა, იოანა კიდევ ერთხელ ესაუბრა პოლიციას და ოფიცრებს უთხრა, რომ თავდამსხმელი ქალის სახე არ დაუნახავს, ვერ ხვდება, თუ ვინ შეიძლებოდა ყოფილიყო და რომ მისთვის წარმოუდგენელია, ვის უნდა ჰქონოდა ასეთი პრობლემა მასთან, რომ მსგავსი საშინელება გაეკეთებინა.

ათენში იმყოფებიან იოანას დედა და ძმა. ოჯახი მუდმივად სოფელში ცხოვრობს და ისინი არ იცნობენ იოანას კოლეგებსა და მეგობრებს პირადად, რადგან გოგონა ათენში მუშაობდა და მარტო ცხოვრობდა.

ახლად გავრცელებულ ვიდეოზე ჩანს თავად იოანა, თავდასხმამდე და მას შემდეგ და ასევე ორი სხვა ადამიანი, რომელთან დაკავშირებითაც გამოძიება მიმდინარეობს.

სხვა წყაროების ცნობით, მჟავის შესხმის დროს თავდამსხმელი მსხვერპლს უყვიროდა: “მიიღე, ასე მოგიხდება!” 

აქედან გამომდინარე შეიძლება გამოითქვას ვარაუდი, რომ მას სერიოზული პირადი პრობლემა ჰქონდა იოანასთან, რის გამოც მისთვის უკიდურესად დიდი საშინელების გაკეთება გადაწყვიტა. თუმცა, კონკრეტული მოტივი უცნობია.

იოანას მჟავით დამწვარი აქვს სახე და ხელები, სხეულის 20% და როგორც ჟურნალისტი ამბობს, მას ძალიან დიდი დრო დასჭირდება რეაბილიტაციისთვის. ექიმები ცდილობენ მისი თვალის გადარჩენასაც. განსაკუთრებით ღრმა დამწვრობები აქვს სახის მარცხენა ნაწილში.

onalem

ტესტ