fbpx
საბერძნეთი

უახლესი ინფორმაცია ! როგორი მარშრუტით მუშაობს მეტროს 1-ლი ხაზი?

ΣΤΑΣΥ-ს ინფორმაციით, ამ დროისთვის მეტროს 1-ლი ხაზის (ილეკტრიკო) მოძრაობა აღდგენილია მთლიან მარშრუტზე და ჩვეულ რეჟიმში მუშაობენ მატარებლები, პირეა-კიფისია და პირიქით.

როგორც უკვე ცნობილია, მეტროს მე-2 და მე-3 ხაზებიც ჩვეულ რიტმში მუშაობენ და არ ფიქსირდება პრობლემები მათ გადაადგილებასთან დაკავშირებით. მხოლოდ, აეროპორტისკენ და აეროპორტიდან მოძრავი მატარებლები არ ჩერდებიან სადგურში “პალინი”.

ავტობუსებმა და ტროლეიბუსებმაც ნელ-ნელა აღადგინეს მუშაობა და მოძრაობს 155-მდე ხაზი ნორმალურ პირობებში. პრობლემები ფიქსირდება შემდეგ ტერიტორიებზე: კიფისია, კიფსელი, პენდელი, ახარნონ, ფილის, თრაკომაკედონონ.

ნახეთ ავტობუსებისა და ტროლეიბუსების სია, რომლებიც მუშაობენ აქ.

onalem

ტესტ