fbpx
საბერძნეთი

საბერძნეთში ჯერ კიდევ ზაფხულია – შაბათ-კვირას ტემპერატურა 36 გრადუსამდე აიწევს

მიუხედავად იმისა, რომ უკვე სექტემბრის თვეც იწურება, ზაფხული ჯერ კიდევ არ გვტოვებს და მაღალი ტემპერატურა შაბათ-კვირამდე შენარჩუნდება.

ეროვნული მეტეოროლოგიური სამსახურის ინფორმაციით, 23-24 სექტემბერს, საბერძნეთში ჰაერი 34-36 გრადუსამდე გათბება, რასაც ნამდვილად ვერ ვუწოდებთ საშემოდგომო ამინდს.

მიუხედავად ამისა, როგორც სინოპტიკოსები იუწყებიან, 25 სექტემბრიდან უკვე მოსალოდნელია ტემპერატურის შედარებით დაცემა, რაც უფრო მეტად საგრძნობი გახდება 26 სექტემბერს. მომდევნო კვირიდან ნავარაუდევია ნალექი და ქარის გაძლიერებაც.

ზოგადად, როგორც სინოპტიკოსები პროგნოზირებენ, შემოდგომის დანარჩენი ორი თვე იქნება წვიმიანი და ხშირად გვექნება კლიმატური ფენომენებისა და ციკლონების გააქტიურების შემთხვევები, შესაბამისად, მოსახლეობა ინფორმირებული უნდა იყოს ამის შესახებ და სამოქალაქო დაცვის სამინისტრომ საჭიროების შემთხვევაში მიიღოს შესაბამისი ზომები.

onalem

ტესტ