fbpx
საბერძნეთი

ბერძენმა დამხმარე ქალმა იმ სახლის გასაღები შეინახა, რომელშიც მუშაობდა – მან 8.000 ევრო და 3.000 ევროს ღირებულების სამკაულები მოიპარა

გავრცელებული ინფორმაციით, პოლიციამ ბერძენი ქალი დააკავა, რომელსაც იმ ოჯახის გაქურდვა ედება ბრალად, რომელშიც წარსულში მუშაობდა. საუბარია 65 წლის ქალზე, რომელიც თებერვლამდე თესალონიკში, თერმის ტერიტორიაზე მდებარე ერთ-ერთ სახლში მუშაობდა. ის მოხუც ქალს უვლიდა და იმისთვის, რომ ბინაში დამოუკიდებლად შესულიყო ხოლმე, გასაღები ჰქონდა.

როგორც ჩანს, როდესაც სამსახურს თავი დაანება, ქალმა გასაღები ოჯახს არ დაუბრუნა და გადაწყვიტა, იქაურობა ნელ-ნელა გაეძარცვა. საქმის მასალების მიხედვით, ის ბოლო სამი თვის მანძილზე სახლში შედიოდა და იპარავდა როგორც თანხას, ასევე, ძვირფასეულობას. ჯამში მის მიერ მოპარული თანხა 8.000 ევროს აღწევს, ხოლო სამკაულების ღირებულება 3.000 ევრომდეა.

პოლიციის ცნობით, მისი სახლიდან ამოიღეს სახლის გასაღები და ჩანთა, რომელშიც სამკაულები იდო.

onalem

ტესტ