fbpx
საბერძნეთისაზოგადოება

7 შვილი და ცეცხლზე მომზადებული საჭმელი – ბერძნების ოჯახს DEH-ს ვალი 4.000 ევრო აქვს

ცოლ-ქმარს, რომელსაც 7 შვილი ჰყავს და უმუშევრები არიან, საბერძნეთის ელექტრო ენერგიის მომმარაგებელმა კომპანიამ დენი ჩაუჭრა. გავრცელებული ინფორმაციით, მათი ვალი 4.000 ევროს აღწევს და ამ დროისთვის DEH 1.500 ევროს გადახდას ითხოვს, რათა დენის მიწოდება აღუდგეთ. ცხადია, მათ თანხის გადახდის საშუალება არ აქვთ.

7 ბავშვიდან 4 მცირეწლოვანია და მათ სახლში გათბობა არ არსებობს. დედა ბავშვებს საჭმელს ცეცხლზე უმზადებს, რომელსაც შეშის საშუალებით ანთებენ.

აღნიშნული ამბის შესახებ ინფორმაცია მას შემდეგ გავრცელდა, რაც ერთ-ერთი ორგანიზაცია დაინტერესდა და ოჯახს საკვები და სხვა საჭირო ნივთები შესთავაზეს.

საღამოობით ცოლ-ქმარი სახლის განათებას სანთლებით ცდილობს.

onalem

ტესტ