fbpx
საზოგადოება

20 წლის მარიანა, რომელიც გემის კაპიტნობაზე ოცნებობდა, ინდოეთში საწვრთნელი მოგზაურობის შემდეგ დაიღუპა

ბერძნული მედიის ინფორმაციით, ინდოეთში კომერციული გემით საწვრთნელი მოგზაურობიდან დაბრუნებული 20 წლის გოგონა გარდაიცვალა. მარიანა ციგას ოცნება იყო, რომ მომავალში გემის კაპიტანი გამხდარიყო, მაგრამ სამწუხაროდ, მისი სიცოცხლე უდროოდ შეწყდა.

20 წლის გოგონას გარდაცვალების ზუსტ მიზეზებს ექსპერტიზა მოჰფენს ნათელს, თუმცა, წინასწარი ცნობებით, ის ინფექციური ენცეფალიტით გარდაიცვალა, რაც შესაძლებელია მწერის ნაკბენს გამოეწვია. მარიანა ინდოეთში საწვრთნელი გემით იყო წასული, თუმცა, უკან დაბრუნდნენ და როდესაც გოგონამ თავი ცუდად იგრძნო პირეაზე კერძო კლინიკაში მოათავსეს.

როგორც ირკვევა, პირეადან ათენის სხვა საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც რამდენიმე დღეში დაიღუპა. მას რამდენიმე ორგანოს უკმარისობა განუვითარდა, მაგრამ უცნობია, თუ რამ გამოიწვია სწორედ ეს მოვლენები.

“არ ვიცით, რისგან გარდაიცვალა ბავშვი. მოგვიანებით მოგვაწვდიან ინფორმაციას და ველოდებით, რომ კუნძულზე ჩამოგვისვენონ, სხვა რა ვთქვა?!” – ამბობს მისი მამა. ოჯახი ხიოსიდან არის.

აღსანიშნავია ისიც, რომ მარიანა თავს ცუდად ჯერ კიდევ ინდოეთის პორტის დატოვებისას გრძნობდა, მაგრამ ვინაიდან მდგომარეობა უარესდებოდა, იძულებულები გახდნენ, რომ ეგვიპტეში შესულიყვნენ და სუეცის საავადმყოფოსთვის მიემართათ, შემდეგ გამოაგრძელეს გზა საბერძნეთისკენ.

 

onalem

ტესტ