fbpx
საზოგადოება

“ვეწინააღმდეგები მაღაზიების გახსნას 14 დეკემბერს” – პროფესორი, ათანასიოს ექსადაკტილოს

სამედიცინო ასოციაციის პრეზიდენტმა, პროფესორმა, ათანასიოს ექსადაკტილოსმა განაცახდა, რომ ეწინააღმდეგება საბერძნეთში მაღაზიების უახლოეს მომავალში გახსნის საკითხს.

ირკვევა, რომ მთავრობა კვირის ბოლოსთვის მიიღებს გადაწყვეტილებებს, ამუშავდება თუ არა ვაჭრობა ქვეყანაში. თუმცა, როგორც ექსპერტები აცხადებენ, გახსნის საკითხს არ უჭერენ მხარს.

“იმედი მაქვს, რომ არ გადავდგამთ უზარმაზარ ნაბიჯებს. თრაკიში, მაკედონიაში, თესალიასა და იპიროში იმდენად მძიმე მდგომარეობაა, რომ ნამდვილად არ მიმაჩნია კარგ იდეად 14 დეკემბერს მაღაზიების გახსნა. ასევე არ ვიცი, რამდენად კარგი იქნება ეს დანარჩენი საბერძნეთისთვისაც. არ ვგულისხმობ იმ ტერიტორიებს, სადაც საუკეთესო მდგომარეობაა. 

თუკი დავიწყებთ აქტიურ გადაადგილებას, აუცილებლად დაფიქსირდება მეორე ტალღის კიდევ უფრო გაძლიერება, ჯერ მესამე ტალღაზე საუბარი არ არის, რადგან მეორე არც კი მიწყნარებულა.

თესალონიკში, სადაც 1.5 მილიონი კაცი ცხოვრობს, ოთხ კვირაში ერთციფრიანი რიცხვიდან სამციფრიანზე ავიდნენ.

შობა-ახალი წელი იქნება რთული და უნდა ვეცადოთ, რომ ეს სირთულეები მაქსიმალურად შევამსუბუქოთ.

აქვე მინდა აღვნიშნო, რომ არ უნდა გაიხსნას ეკლესიები და არ უნდა მოხდეს მრევლის შეკრება,” აცხადებს ექსადაკტილოსი.

 

onalem

ტესტ