fbpx
საბერძნეთი

“არავის მივცემ იმის უფლებას, რომ ბერძნები გაგვყოს და უკან დაგვაბრუნოს” – კირიაკოს მიცოტაკი

საბერძნეთის პრემიერ-მინისტრი, კირიაკოს მიცოტაკი გუშინ ნეა სმირნიში მომხდარ სასტიკ დაპირისპირებას გამოეხმაურა. პრემიერი საგანგებო ეთერით გამოვიდა და განაცხადა:

“ძალადობის ეს სამწუხარო კადრები, რომლებიც ამ ღამით ყველამ ვნახეთ ათენში, უნდა იყოს ბოლო. და იმ ფაქტმა, რომ ჩვენი თანამოქალაქის, ახალგაზრდა პოლიციელის სიცოცხლეს საფრთხე დაემუქრა, უნდა გამოგვაღვიძოს. განსაკუთრებით მივმართავ ახალგაზრდებს, რომლებიც უნდა ქმნიდნენ და არა ანადგურებდნენ. ბრმა სიბრაზეს არსად არ მივყავართ.

სამწუხაროდ, ზოგიერთმა ადამიანმა ჩვენი გაფრთხილებები უგულებელყო. მათ, ვინც ცდილობს საზოგადოებაში ჩიხი და განხეთქილება ჩამოაგდოს, ვპასუხობ შემდეგს: 2019 წლის 7 ივლისს, არჩევნების ღამეს, ხაზგასმით აღვნიშნე, რომ მე აქ ვიქნებოდი ყველა ბერძენის ერთიანობის, უსაფრთხოებისა და კეთილდღეობისთვის. ახლაც ვიმეორებ. არავის მივცემ უფლებას გაგვყოს და უკან დაგვაბრუნოს,” თქვა მიცოტაკიმ.

 

onalem

ტესტ