fbpx
საბერძნეთი

“მეუბნებოდნენ, რომ იქ მოვკვდებოდი” – ნახეთ მომენტი, როდესაც ოფიცერი მოტოციკლიდან გადმოაგდეს

უკვე ყველასთვის კარგად არის ცნობილი ის კადრები, რომლებშიც პოლიციელები ამბობენ, რომ თავდასხმის გამო დემონსტრანტების მოსაკლავად მიდიან, მაგრამ ამავე დროს, ვრცელდება თავად მძიმედ დაშავებული ოფიცრის ჩვენება, რომელშიც ამბობს, რომ როდესაც მას ფიზიკურად უსწორდებოდნენ, ეუბნებოდნენ, რომ სულს ასფალტზე დალევდა და ადგილზე მოკლავდნენ.

“ბევრი თავდასხმის მსხვერპლი გავხდით და ვცდილობდით, რომ იქაურობას გავრიდებოდით. ბოლო მოტოციკლზე უკან ვიჯექი და როდესაც ჩემი კოლეგა მანევრირებას ცდილობდა, ვიგრძენი რომ კისერზე ძლიერად მომიჭირეს, შემდეგ ძირს გადმომაგდეს, მთელ სხეულზე სხვადასხვა საგნებს მირტყამდნენ. 

ვცდილობდი, რომ ჩემი იარაღი დამეცვა, რომ არ ამოეღოთ თავისი ჩასადებიდან. 2.5 წუთის მანძილზე მირტყამდნენ, მეშინოდა, რომ იარაღს წამართმევდნენ და ძლიერად ვიჭერდი. მცემდნენ და მეუბნებოდნენ: “შენ აქ , ადგილზე მოკვდები”. შემდეგ დარტყმებისგან გონება დავკარგე.”

როგორც ირკვევა, ოფიცერს კოლეგები რომ არ დახმარებოდნენ, ახლა გარდაცვლილი იქნებოდა.

onalem

ტესტ