fbpx
საბერძნეთი

“არა” გახსნას და კარანტინი კიდევ 1 თვით? – რას ურჩევენ ექსპერტები მთავრობას?!

მიუხედავად იმისა, რომ საბერძნეთის მთავრობა უკვე ეკონომიკის ნაწილობრივ ამუშავებაზე საუბრობს, პროფესორი, ნიკოს თომაიდისი საკმაოდ პესიმისტურად არის განწყობილი მოვლენების განვითარების მიმართ და ამბობს, რომ ეპიმდგომარეობა კარანტინის გადავადებას მოითხოვს.

“ეპიდემიოლოგიური ტვირთი კვლავ იზრდება. თუ გავითვალისწინებთ, რომ ახლა პიკში ვართ, არ მგონია, რომ უახლოეს დღეებში რიცხვები შემცირდეს და ვითარება გაუმჯობესდეს, სწორედ აქედან გამომდინარე, მივიჩნევ, რომ მინიმუმ 4 კვირით კარანტინის გადავადება გახდება საჭირო.

ის, რომ ყოველდღე ამდენი შემთხვევა გვაქვს, განაპირობა ციკნოპემპტის შეკრებებმა, მოქალაქეთა დაღლილობამ, რაც გამოიხატება წვეულებებში და ასევე, მუტაცირებულმა შტამებმა, რომლებიც ძალიან მარტივად გადაეცემა.

ეს ყველაფერი, სავარაუდოდ, შეცვლის გახსნის თარიღებს და ლოგიკურიც იქნება, რადგან ძალიან კარგად ვიცით, თუ რამდენად იტანჯება სამედიცინო პერსონალი და ინფიცირებული ადამიანები,” განაცხადა თომაიდისმა ტელეკომპანია ΣΚΑΙ-ზე.

onalem

ტესტ