fbpx
საბერძნეთი

დააკავეს საბერძნეთის პოლიციის უფროსი, რომელიც ღამის კლუბის მეპატრონეს 30.000 ევროს სთხოვდა, რომ შემოწმება არ ჩატარებულიყო

გავრცელებული ინფორმაციით, პოლიციამ, ფაქტობრივად, საკუთარი კოლეგა, ერთ-ერთი უფროსი დააკავა, რომელსაც ბრალად თანხის გამოძალვა ედება. შემთხვევა კუნძულ იოსზე მოხდა, სადაც პოლიციის უფროსი ღამის კლუბის მეპატრონეს ყოველწლიურად 30.000 ევროს სთხოვდა, რათა აღნიშნულ დაწესებულებაში შემოწმებები არ განხორციელებულიყო.

მას ბრალად გამოძალვა და უფლებამოსილების გადამეტება ედება. ჩანს, რომ ის აღნიშნულ საქმიანობას საკმაოდ დიდი ხნის მანძილზე ეწეოდა. პოლიციამ მის დასაკავებლად სპეციალური ოპერაცია ჩაატარა, კერძო პირს გადასცა 30.000 ევრო, რათა მისთვის მიეცა, როგორც მოთხოვნილი “ხარკი”, შესაბამისად, ის ფაქტზე დააკავეს.

ამას გარდა, გამოძიებამ ასევე დაადგინა, რომ 2023 წლის მაისში იგივე პოლიციელმა კუნძულზე არსებული სასტუმროს მფლობელისგანაც მოითხოვა 1000 ევრო, რათა იქ შემოწმება არ განხორციელებულიყო და დარღვევები არ ეპოვათ. სასტუმროში იმ დროს სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობდა.

onalem

ტესტ