fbpx
საბერძნეთი

ერდოღანი: ლოზანის საზავო ხელშეკრულება უსამართლოა და გადახედვას საჭიროებს

თურქეთის პრეზეიდენტი, რეჯეფ თაიფ ერდოღანი ისტორიული ორდღიანი ვიზიტით საბერძნეთში იმყოფება.

გუშინ ის საბერძნეთის პრეზიდენტს შეხვდა და ლოზანის საზავო ხელშეკრულების შესრულების შესახებ უკმაყოფილება გამოხატა.

ლოზანის საზავო ხელშეკრულება 1923 წელს დაიდო და საბერძნეთსა და თურქეთს შორის საზღვარს შეეხება.

ერდოღანის თქმით ხელშეკრულება თურქეთის მიმართ არასამართლიანად სრულდება და ხელშეკრულების გარკვეულ ნაწილებს დაკონკრეტება სჭირდება.

საბერძნეთს და თურქეთს შორის სადავოა რამდენიმე დაუსახლებელი კუნძული ეგეოსის ზღვაში. თურქეთი ასევე აცხადებს, რომ საბერძნეთში მცხოვრები მუსლიმი უმცირესობის უფლებები ირღვევა. მისი თქმით საბერძნეთი ოსმალეთის იმპერიის დროინდელ ძეგლებს არ უვლის და მუსლიმებს სალოცავად შესაფერისი ადგილები არ აქვთ.

თურქეთის მთავრობა ასევე უკმაყოფილოა საბერძნეთის უმაღლესი სასამართლოს გადაწყვეტილებით, რომლის მიხედვითაც რვა თურქი სამხედროს, რომელთაც თურქული მხარე გასულ წელს თურქეთში მომხდარ სამხედრო გადატრიალების მცდელობაში მონაწილეობაში ადანაშაულებს, ექსტრადიცია არ მოხდება.

ერდოღანმა ასევე განაცხადა, რომ საბერძნეთი ნატოს წევრი ვერ გახდებოდა, რომ არა თურქეთის მხარდაჭერა.

საბერძნეთი თურქეთს მისი საჰაერო და საზღვაო სივრცის დარღვევაში ადანაშაულებს.

საბერძნეთის პრეზიდენტი ხელშეკრულებას საბერძნეთის ტერიტორიის და დამოუკიდებლობის განმსაზღვრელად მიიჩნევს და თვლის, რომ მისი პირობები დამატებითი მოლაპარაკებების საგანი არ არის, ვინაიდან მას ნაკლი არ აქვს და გადახედვა არ ესაჭიროება.

საბერძნეთის პრემიერ-მინისტრის, ალექსის ციპრასის თქმით პოზიციებში განსხვავებები ყოფელთვის არსებობდა და მნიშვნელოვანია, რომ მხარეებმა ეს კონსტრუქციულად და პროვოკაციების გარეშე გამოხატონ.

ერდოღანის ვიზიტისას უსაფრთხოების დასაცავად საბერძნეთმა 200 პირადი მცველი და 2,800 პოლიციელი გამოყო.

onalem

ტესტ