fbpx
საბერძნეთი

“ძალიან ახლოს ვართ SMS-ებით გადაადგილების გაუქმებასთან” – კირიაკოს პიერაკაკის განცხადება

საბერძნეთის ციფრული პოლიტიკის მინისტრი, კირიაკოს პიერაკაკი მიწვეული იყო ტელეკომპანია ANT1-ის დილის გადაცემაში, სადაც ისაუბრა საზოგადოებისთვის ყველაზე საინტერესო საკითხზე, თუ როდის გაუქმდება SMS-ებით გადაადგილება და შესაბამისად, მოიხსნება აკრძალვაც გადაადგილებაზე.

მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ ციფრული მომსახურების სერვისები ფართოვდება.

“ძალიან ახლოს ვართ SMS-ების გაუქმებასთან. თუმცა, ოფიციალურ გადაწყვეტილებას ექსპერტთა საბჭო მიიღებს, მიმდინარე მდგომარეობისა და ვაქცინაციის მაჩვენებლის მიხედვით. მიუხედავად ამისა, ისევ უნდა ვთქვა, რომ დასასრულთან ნამდვილად ძალიან ახლოს ვართ. ზუსტი თარიღი, როცა გაუქმდება 13033, გამოქვეყნდება მომდევნო დღეებში.

ვაქცინაცია ყველამ უნდა ჩავიტაროთ, უზრუნველვყოფთ, რომ მათ, ვისაც ვაქცინის ორი დოზა ექნება გაკეთებული, გადაეცეთ ცნობები, რომელიც ადასტურებს, რომ ისინი ვაქცინირებულნი არიან. ცხადია, ევროპული პოლიტიკის ფარგლებში ხელმისაწვდომი იქნება ე.წ. “მწვანე პასპორტი”, რომელიც მოგზაურებს სრულ თავისუფლებას მისცემთ.

gov.gr-ის საშუალებით სულ მალე წარმოვადგენთ ახალ ციფრულ სერვისსაც, რომელიც მოქალაქის ბანკთან ურთიერთობას გაამარტივებს,” აცხადებს მინისტრი.

 

 

onalem

ტესტ