fbpx
ემიგრაციული სიახლეები

24 სექტემბერს თესალონიკში გაიმართება ევროპის ჩემპიონატი ქართულ ჭიდაობაში – დასწრება თავისუფალია

ამა წლის 24 სექტემბერს, საბერძნეთში, ქალაქ თესალონიკში, გაიმართება ევროპის ჩემპიონატი ქართულ ჭიდაობაში. ასპარეზობაში მონაწილეობას მიიღებს 25-ზე მეტი ქვეყნის ფალავანი.

ჩემპიონატს გახსნის სპეციალურად ღონისძიებისთვის საქართველოდან მოწვეული მომღერალი ნატო მეტონიძე, პიანისტები: ვალერიან შიუკაშვილი და ზიზი ნასყიდაშვილი, ქართული ნაციონალური ბალეტი, სუხიშვილების აკადემია, გაიმართება ხრიდოლის წარმოდგენა.

ტურნირი ტარდება ქართული ჭიდაობის საერთაშორისო ფედერაციის (IFGW) ორგანიზებითა და საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს, ქ. თესალონიკის მერიისა და ქ. თესალონიკში საქართველოს გენერალური საკონსულოს მხარდაჭერით.
ღონისძიება გაიმართება 24 სექტემბერს ძველბერძნულ ამფითეატრში “კიპონი” ( Ανοικτό Δημοτικό Θέατρο Κήπου Tsimiski 153, Thessaloniki 546 21).
ასპარეზობის დასაწყისი: 12:00 საათზე;
საზეიმო გახსნა და ფინალი: 19:00 საათზე.
დასწრება თავისუფალია.

onalem

ტესტ