fbpx
საბერძნეთი

საბერძნეთი: კრიტიკულ მდგომარეობაშია 9 თვის ბავშვი, რომელიც სავარაუდოდ, დედას ხელიდან გაუვარდა

გავრცელებული ინფორმაციით, კუნძულ კრეტაზე, კერძოდ, ირაკლიოს საუნივერსიტეტო კლინიკაში მკურნალობს 9 თვის ჩვილი, რომელმაც მძიმე დაზიანება მიიღო დაცემის შედეგად.

როგორც ირკვევა, ბავში, თავდაპირველად ხანიის საავადმყოფოში მიიყვანეს და დედამ ექიმებს განუცხადა, რომ ახალშობილი ძირს დაეცა, ის უგონო მდგომარეობაში იყო. კომპიუტერული ტომოგრაფიის შედეგად დადგინდა, რომ ბავშვს მწვავე ჰემატომა ჰქონდა, რაც დაუყოვნებლივ ოპერაციას მოითხოვდა.

ოპერაციის შემდეგ ბიჭი რეანიმაციულ განყოფილებაში მოათავსეს, სადაც მუდმივი დაკვირვების ქვეშ არის და ექიმები მის მდგომარეობას კრიტიკულად, მაგრამ ამავე დროს, სტაბილურად აფასებენ.

არსებობს ვარაუდი, რომ ბავშვი დედას გაუვარდა ხელიდან, მაგრამ ინფორმაცია დადასტურებული არ არის.

onalem

ტესტ