fbpx
კატეგორიის გარეშე

პირველი ონლაინ ქართული კინოთეატრი, კავეა პლუსი, უკვე იტალიაშიც!

პირველი ქართული ონლაინ კინოთეატრი, კავეა პლუსი, საქართველოს საზღვრებს გასცდა და მთელ მსოფლიოში, მათ შორის, უკვე იტალიაშიც ხელმისაწვდომია. კავეა პლუსი აერთიანებს ქართული და მსოფლიო კინოსტუდიების რჩეულ ფილმებსა და სერიალებს. თანამედროვე ქართული კინოს, ქართული კინოკლასიკისა და სერიალების ყველაზე დიდი ვიდეოთეკა ლეგალურად, მხოლოდ კავეა პლუსზეა ხელმისაწვდომი.

კავეა პლუსით სარგებლობა მარტივია და რაც ყველაზე მთავარია, ყოველთვიური გამოწერის პაკეტი შეგიძლიათ, შეიძინოთ დაბალ ფასად. იმისთვის, რომ ონლაინ კინოთეატრით ისარგებლოთ და თქვენთვის საინტერესო ფილმები და სერიალები ნახოთ, საჭიროა გაიაროთ რეგისტრაცია, რომელსაც სულ რამდენიმე წუთი სჭირდება და მიაბათ ბანკის ბარათი. ამისთვის საჭიროა გქონდეთ მხოლოდ მოქმედი ელექტრონული ფოსტა (იმეილი), შემდეგ კი, შეავსებთ პლატფორმაზე მოცემულ ველებს.

კავეა პლუსზე შეგიძლიათ, ნახოთ როგორც ახალი ქართული სერიალები: “ხელოვნური სუნთქვა”, “ცვალებადი ნიშნები”, “ჩემი ცოლის დაქალები”, “ორობოროსი” და აშ, ასევე ახალი ქართული ფილმები “მეოთხე ბრაიტონი”, “უარყოფითი რიცხვები” “შინდისი” და სხვა.

პლატფორმით სარგებლობის საფასური შეადგენს თვეში მხოლოდ 9 ლარს, ხოლო რეგისტრაცია შეგიძლიათ გაიაროთ შემდეგ ბმულზე: https://www.cavea.plus/ka/auth/register