fbpx
საბერძნეთი

არასტაბილური ამინდი შენარჩუნდება – როდემდე გასტანს წვიმა და ელჭექი ?!

ათენის მეტეოროლოგიური სამსახურის ინფორმაციით, ცუდი ამინდის ფენომენი მომდევნო კვირაშიც შენარჩუნდება და როგორც ჩანს, კვლავ არასტაბილურობა გველის.

კერძოდ, ხვალ სინოპტიკოსები ისევ წვიმას, ცვალებად ღრუბლიანობასა და ელჭექს გვპირდებიან. თავდაპირველად გაწვიმდება საბერძნეთის აღმოსავლეთითა და სამხრეთით, შემდეგ გავრცელდება ეგეოსის ზღვის კუნძულებზე. წვიმა განსაკუთრებით ძლიერი იქნება ცენტრალურ და აღმოსავლეთ მაკედონიაში, თრაკიში, ჩრდილოეთ და აღმოსავლეთ ეგეოსის კუნძულებზე. ზოგიერთ რეგიონში წვიმას ახლდება სეტყვაც.

ატიკაშიც ხვალ ღრუბლიანი ამინდი და წვიმაა მოსალოდნელი, ჰაერის ტემპერატურა კი 18-დან 28 გრადუსამდე იმერყევებს.

როგორც მეტეოროლოგიური სამსახური იუწყება, მსგავსი ამინდი მინიმუმ სამშაბათამდე შენარჩუნდება.

 

 

 

onalem

ტესტ