fbpx
საბერძნეთი

ძლიერი ხანძარი საბერძნეთში: კვამლი ათენამდე აღწევს, ხალხი სახლებიდან გამოიყვანეს

გავრცელებული ინფორმაციით, სხინოში (კორინთია) ძლიერი ხანძარი მძვინვარებს. როგორც სახანძრო სამსახურის უფროსი, სტეფანოს კოლოკურისი ტელეკომპანია ΣΚΑΙ-სთან აცხადებს, ხანძარი საკმაოდ ძლიერია და მათ მუშაობაში ქარი უშლით ხელს.

ირკვევა, რომ მოხდა მოსახლეობის ევაკუაცია სპარტის, მაზისა და ეგირუსეს ტერიტორიიდან. რამდენიმე სახლი დაზიანებულია, თუმცა, ოფიციალური ინფორმაცია ზარალის შესახებ ამ დროისთვის არ არსებობს.

ხანძარი გაჩნდა ფიჭვნარში, თუმცა, მიზეზი ჯერჯერობით ცნობილი არ არის.

ცეცხლს ებრძვის 17 სახანძრო თვითმფრინავი და 3 ვერტმფრენი, გარდა ადგილზე მობილიზებული მეხანძრეებისა.

onalem

ტესტ