fbpx
საზოგადოება

ათენის ცენტრში მდებარე ცნობილი რესტორნის მფლობელმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა

ბერძნული მედიის ინფორმაციით, კალითეაში 34 წლის მამაკაცი გარდაცვლილი იპოვეს. ის დაახლოებით 23:00 საათზე საკუთარმა დედამ იპოვა, ვინაიდან კონტაქტზე არ გამოდიოდა და ბოლოს მასთან სახლში მივიდა, რადგან ძალიან ღელავდა.

წინასწარი ინფორმაციით, საქმე თვითმკვლელობასთან გვაქვს, ნაპოვნია სამი იარაღი.

ირკვევა, რომ პოლიციას მისვლისას შემთხვევის ადგილი ხელუხლებელი არ დახვედრია, რადგან დედამ და ადამიანებმა, რომლებსაც ქალმა დასახმარებლად უხმო, როგორც ჩანს, გარკვეული ნივთები გადააადგილეს, რათა ენახათ, რა დაემართა და პანიკაში მყოფები მის დახმარებას ცდილობდნენ.

მედია იუწყება, რომ გარდაცვლილი ათენის ცენტრში, პლაკაზე მდებარე ერთ-ერთი ცნობილი რესტორნის მფლობელი იყო. მისი ადვოკატის განმარტებით, ამ დრომდე არ არის ნაპოვნი რაიმე წერილი, თუმცა, აღსანიშნავია ერთი ფაქტი, რომ ახალგაზრდა მამაკაცი უმძიმეს ფსიქოლოგიურ მდგომარეობაში იყო, რადგან შვილთან კონტაქტი არ ჰქონდა და ეს მასზე ძალიან მოქმედებდა.

იანის მარაკაკი აცხადებს, რომ ამ პრობლემის მოგვარებას სასამართლოს გზით ცდილობდნენ, თუმცა, ბიზნესმენი საკითხს გადამეტებულად მძიმედ აღიქვამდა და როგორც ჩანს, ვეღარ გაუძლო.

 

 

onalem

ტესტ