fbpx
საზოგადოება

ბერძენ მამაკაცს 2.000 ევრო გადაუხადეს, რადგან სარეკლამო ზარებით აწუხებდნენ

გავრცელებული ინფორმაციით, ბერძენ მამაკაცს, რომელსაც სატელეფონო ზარებით აწუხებდნენ და გარკვეულ პროდუქტებზე სასაუბროდ ურეკავდნენ, კომპანიამ 2.000 ევროიანი კომპენსაცია გადაუხადა .

ირკვევა, რომ მან სასამართლოში მას შემდეგ იჩივლა, რაც კომპანიას მოსთხოვა წაეშალათ მისი მონაცემები (პირადი ინფორმაცია) პროგრამიდან და აღარ დაერეკათ მისთვის არანაირი სარეკლამო კამპანიის ფარგლებში. მიუხედავად ამისა, კომპანიის მხრიდან ზარები არ წყდებოდა და შედეგად მან პირად ინფორმაციასთან დაკავშირებული კანონის ფარგლებში საჩივარი შეიტანა.

სასამართლოს გადაწყვეტილებით, ის გაამართლეს და კომპანიას, რომლის წარმომადგენლებიც მას გამუდმებით ურეკავდნენ, დაეკისრა 2.000 ევროს გადახდა, კომპენსაციი სახით.

onalem

ტესტ