fbpx
საზოგადოება

მიკის თეოდორაკისის შვილი დახმარებას ითხოვს: “არ მაქვს დენი, ცხელი წყალი და არც საჭმელი”

ალბათ ძალიან ბევრს გაუკვირდება, მაგრამ ცნობილი და დიდებული ბერძენი კომპოზიტორის, მიკის თეოდორაკისის ქალიშვილი წერს, რომ უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობს და მხოლოდ და მხოლოდ კეთილი ადამიანების დახმარების წყალობით ახერხებს გადარჩეს.

როგორც ირკვევა, მარგარიტა თეოდორაკის არ აქვს ელემენტარული პირობებიც კი, ნორმალური ცხოვრებისთვის, რაშიც იგულისხმება საკვები, ცხელი წყალი, დენი.

გარდა ამისა, თავად სოციალურ ქსელში წერს, რომ აღარ შეუძლია მოუაროს 35 ძაღლსა და 22 კატას, რომელიც შეფარებული ჰყავს და ეშინია, რომ სახლსაც დაკარგავს.

უნდა აღინიშნოს, რომ მის მიერ გამოქვეყნებულ დახმარების თხოვნას საკმაოდ ნეგატიური კომენტარები მოჰყვა, ზოგი წერს, რომ ის არ არის მარტოხელა, რომ ჰყავს ოთხი შვილი და შეუძლიათ დაეხმარონ. მეორეს მხრივ, ელენა აკრიტა მას პასუხობს: “მიკის თეოდორაკის მიერ წლების მანძილზე გამომუშავებული თანხით შესაძლებელია მის შემდეგ კიდევ რამდენიმე თაობამ იცხოვროს, მაგრამ თუ ეს ასე არ არის, მაშინ უნდა დავსვათ კითხვა რატომ?!”

onalem

ტესტ