fbpx
საბერძნეთი

საბერძნეთი: პოლიციელმა 2.700 ევრო იპოვა, პატრონი მოძებნა და დაუბრუნა

გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევა ირაკლიოში მოხდა, სადაც პოლიციის ოფიცერმა, მოვალეობის შესრულების დროს, დიდი რაოდენობის თანხა იპოვა და ერთი წუთითაც არ დაფიქრებულა, პატრონის მოძებნა დაიწყო.

როგორც ოფიცერთა გაერთიანების პრეზიდენტი, გიორგოს პრიკაკისი აცხადებს, რამდენიმე დღის წინ რიგითმა პოლიციელმა, პანაიოტის ხაძიპანანისმა განყოფილების ოფისის ეზოში იპოვა 2.700 ევრო და იმ წუთიდანვე შეატყობინა კოლეგებს და დაიწყეს პატრონის ძებნა.

გაირკვა, რომ თანხა ეკუთვნოდა ქალბატონს, რომელიც განყოფილებაში რამდენიმე ხნით ადრე იმყოფებოდა, პირადი ინციდენტის გამო და სწორედ მან დაკარგა თანხა.

ქალს კუთვნილი ფული სრულად დაუბრუნდა უკან, მან კი უღრმესი მადლობა გადაუხადა ოფიცერს გამოჩენილი პატიოსნებისთვის.

 

onalem

ტესტ