fbpx
საბერძნეთი

“საბერძნეთში შემოსვლა მხოლოდ ტესტის უარყოფითი პასუხით და7 დღიანი კარანტინი, ვინც კაკავიადან შემოვა” – ხარდალიასის საგანგენო გამოსვლა

ნიკოს ხარდალიასმა დღეს საგანგებო გამოსვლის ფარგლებში საბერძნეთის მოსახლეობას კიდევ ერთხელ შეახსენა, რომ საბერძნეთში ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა ჯერ კიდევ არ არის დასტაბილურებული და მონაცემები არ დაცემულა.

ბოლო 24 საათში ქვეყანაში გამოვლინდა კორონავირუსით ინფიცირების 2.581 ახალი შემთხვევა და გარდაიცვალა 72 ადამიანი.

ხარდალიასმა აღნიშნა, რომ დღეს დილის 06:00 საათიდან ჩაიკეტა კრისტალოპიგის სახმელეთო საზღვარი, ხოლო ალბანეთში ინფიცირების შემთხვევათა მატების გამო, კაკავიას საზღვრიდან შემომავალთათვის სავალდებულოა 7 დღიანი კარანტინის გავლა.

ამას გარდა, საბერძნეთში საჰაერო თუ სახმელეთო გზით მომავალთათვის სავალდებულოა კორონავირუსის ტესტზე უარყოფითი პასუხის ქონა და მხოლოდ ამ შემთხვევაში მიეცემათ საზღვრის გადმოკვეთის უფლება.

 

onalem

ტესტ