fbpx
კრიმინალი

ტრაგედია მენიდიში: 11 წლის ბავშვის მკვლელი დაკავებულია

დღეს 11:00 საათზე 11 წლის ბიჭი მენიდის სასაფლაოზე დიდი მწუხარებით დაკრძალეს.

დილით 23 წლის მამაკაცი დააკავეს, რომელმაც აღიარა, რომ გასროლა, რომელმაც ახარნონის მე-6 დაწყებითი სკოლის მოსწავლე გასულ ხუთშაბათს მოკლა, მას ეკუთვნოდა.

ახალგაზრდა მამაკაცის სახლთან უამრავი ვაზნა იპოვეს, რომელიც ჯერჯერობით დადასტურებული არ არის, რომ იმ იარაღისაა, თუმცა, ეს პოლიციისთვის დიდი ხელმოსაჭიდია.

ატიკის უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, უმნიშვნელოვანესია ტყვიის ბალისტიკური შემოწმება, რომელსაც ბიჭი ემსხვერპლა და მისი შედარება საცხოვრებელთან აღმოჩენილ ვაზნებთან. იმისთვის, რომ მათ შორის კავშირი დადგინდეს.

მკვლელის სახლი და სკოლა, რომლის ეზოშიც საზეიმო ცერემონია მიმდინარეობდა, ერთმანეთისგან 500 მეტრითაა დაშორებული.

ამასთანავე, 23 წლის მამაკაცის გარდა, დაკავებულია კიდევ 2 ადამიანი, ხოლო ამ პერიოდში დაკავებულთა რაოდენობამ 6 მიაღწია.

onalem

ტესტ