fbpx
საზოგადოება

ხელფასი 3.000 ევრო ემიგრანტებს, ვინც უკან, საბერძნეთში დაბრუნდება – მთავრობის ახალი გადაწყვეტილება

დღეს საბერძნეთის შრომისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, იანის ვრუცოსმა მთავრობის ახალი გადაწყვეტილების შესახებ საჯაროდ ისაუბრა.

სამინისტროს მიერ შემუშავებული პროგრამა გათვალისწინებულია ბერძენი ემიგრანტების გარკვეული ნაწილისთვის, რომელიც საზღვრებს გარეთ მუშაობს და ცხოვრობს. მთავრობა აღნიშნული პროგრამის საშუალებით ეცდება უკან დააბრუნოს ბერძნები, რომლებსაც განსაკუთრებით მაღალი განათლება და კომპეტენცია აქვთ, რათა საბერძნეთში გააგრძელონ მოღვაწეობა.

საპილოტე პროგრამა ითვალისწინებს ბერძენი ემიგრანტებისთვის საწყის ეტაპზე 3.000 ევროიანი ხელფასის შეთავაზებას, რომლის ფარგლებშიც, მთავრობა იმედოვნებს, რომ ემიგრანტებს სამშბლოში დააბრუნებს.

ცხადია, აქ საუბარია მეცნიერებზე, ექიმებზე და სხვადასხვა მაღალი კვალიფიკაციის მქონე ადამიანებზე, რომლებიც საკუთარ განათლებას სხვა ქვეყნებს “ახმარენ”. ეს ყველაფერი კი “ტვინების გადინების” გამო მოხდა, რასაც საბერძნეთი ბოლო წლებში განსაკუთრებით განიცდის.

როგორც ამ დროისთვის არის ცნობილი, პროგრამა მინიმუმ 1 წლის მანძილზე იქნება მოქმედებაში.

 

onalem

ტესტ