fbpx
ეკონომიკასაბერძნეთი

“მინიმალური ხელფასი საბერძნეთში 650 ევრო იქნება” – ალექსის ციპრას გადაწყვეტილება

დღეს მინისტრთა კაბინეტის პირველ სხდომაზე უმნიშვნელოვანესი საკითხი განიხილეს, რომელიც უკავშირდება მინიმალური ხელფასის რაოდენობას საბერძნეთში. უნდა აღინიშნოს, რომ ხელფასები 1 თებერვლიდან უნდა გაიზარდოს და ამ დრომდე შრომის სამინისტრო ალექსის ციპრას საბოლოო სიტყვას ელოდებოდა.

“მთავრობამ მოახერხა ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობის დასტაბილურება, ასევე სახელმწიფო ვალის დარეგულირება და შექმნა პირობები, რომელთა ფონზეც ფინანსებიც დარეგულირდება. 

რა თქმა უნდა, მე ვსაუბრობ ხელფასების მატებაზე და ცვლილებაზე, რომლის მიხედვითაც ხელფასი ასაკის მიხედვით აღარ განისაზღვრება. მას შემდეგ, რაც 10 წლის წინ ხელფასები მოიჭრა, მოგიწოდებთ გადავდგათ ისტორიული ნაბიჯი. 

ეს ნიშნავს, რომ ახალგაზრდები, რომლებიც ახლა 510 ევროს იღებენ და ისინი ვინც, მინიმუმს, 586 ევროს იღებენ, თებერვლიდან ხელფასი 650 ევრო ექნებათ,” განაცხადა საბერძნეთის პრემიერმა, ალექსის ციპრამ.

https://www.facebook.com/tsiprasalexis/videos/294999274703782/

onalem

ტესტ