fbpx
საზოგადოება

საბერძნეთი: როგორ გადაიყვანეს გონებადაკარგული მამაკაცი საავადმყოფოში

21 საუკუნეა, თუმცა, საბერძნეთის ჯანდაცვის სისტემა, როგორც ჩანს, კვლავ ადრეულ პერიოდშია ჩარჩენილი. მამაკაცი, რომელმაც უეცრად გონება დაკარგა, საავადმყოფოში სასწრაფო დახმარების მანქანით ვერ გადაიყვანეს, რადგან ის ფიზიკურად არ არსებობდა. გამომდინარე აქედან, სხვა გზას მიმართეს.

შემთხვევა დღეს 12:00 საათისთვის კუნძულ კრეტაზე მოხდა. თვითმხილველებმა დაუყოვნებლივ დარეკეს სასწრაფო დახმარების განყოფილებაში, თუმცა, მათ უთხრეს, რომ იმ დროისთვის ვერანაირად ვერ მოემსახურებოდნენ.

გულწასული მამაკაცი მანქანაზე დააწვინეს, რომელიც ფოტოებზეა მოცემული და ასეთ მდგომარეობაში წაიყვანეს ახლომდებარე საავადმყოფოში.

მანქანას სასოფლო-სამეურნეო სამუშაოებისთვის იყენებენ.

onalem

ტესტ