fbpx
საზოგადოება

კორონა-წვეულებები, ათობით სტუმრით, ათენში – გამოიწერა 3.000 და 300 ევროიანი ჯარიმები

მაშინ, როცა ეროვნული ჯანდაცვის სისტემა კატასტროფის ზღვარზეა, ათენში იმართება წვეულებები, ათობით სტუმრით. აღნიშნული კანონდარღვევები საბერძნეთის პოლიციამ გამოავლინა და ცხადია, ოფიცრების ჩარევის შემდეგ ხალხი დაიშალა.

ერთ შემთხვევაში საუბარია ილისიაში გამართულ კორონა-წვეულებაზე, რომელიც 18 წლის ახალგაზრდამ მოაწყო, ის დააკავეს და 3.000 ევროიანი ჯარიმა გამოეწერა, ხოლო იქ მყოფ კიდევ 17 სტუმარს, 300 ევროიანი ჯარიმა.

გარდა ამისა, კიდევ ერთი წვეულება დაფიქსირდა ლარისის სადგურის ტერიტორიაზე, სადაც იტალიის მოქალაქემ სახლში 21 ადამიანი მიიპატიჟა და პოლიცია სწორედ მაშინ ჩაერია, როდესაც გართობა პიკში იყო. ცხადია, აღნიშნულ შემთხვევაშიც გამოიწერა შესაბამისი ჯარიმები.

onalem

ტესტ