fbpx
საბერძნეთი

ადგილი, სადაც 31 წლის ბაბი იპოვეს – ახალგაზრდა მამაკაცი სანადირო თოფის ტყვიებით არის მოკლული

საზოგადოება შეძრა 31 წლის ბაბის კუციკუს ამბავმა, რომელიც გუშინ იპოვეს მესოლონგის ჭაობიან უბანში. როგორც ირკვევა, ახალგაზრდა მამაკაცი სანადირო თოფის გასროლით მოკლეს და შესაძლოა, გამოყენებულ იქნა ის ვაზნებიც, რომლებიც განკუთვნილია გარეული ღორებისთვის.

31 წლის ბაბის ოჯახი შოკირებულია და პირველი, ვინც ახალაგზრდა მამაკაცის ცხედრის ამოცნობა საკუთარ თავზე აიღო, მისი და იყო.

“არასოდეს დამავიწყდება რაც ვნახე, როცა მთხოვეს, რომ ცხედარი ამომეცნო, ეს სურათი არასოდეს ამომივა თავიდან,” ამბობს ქალი.

ამ დროისთვის პატიმრობაში მრჩება 51 წლის ყასაბი, რომელიც დანაშაულს არ აღიარებს.

ახალგაზრდა მამაკაცი, რომელიც სასტიკად გაიმეტეს, სპეციალურად გაწვრთნილმა ძაღლმა იპოვა.

onalem

ტესტ