fbpx
საბერძნეთი

საბერძნეთი: 300 ევროიანი ჯარიმა, თუ თანამშრომელი სამსახურში Rapid Test-ის გარეშე გამოცხადდება

შინაგან საქმეთა მინისტრმა, მაკის ვორიდიმ ოფიციალური განცხადებები გააკეთა ჯარიმების შესახებ, რომლებიც მოსალოდნელია ტესტირებასთან დაკავშირებული დარღვევების შემთხვევაში.

როგორც ირკვევა, საჯარო სექტორში დასაქმებულ აუცრელ თანამშრომლებს აქვთ ვალდებულება, რომ ჩაიტარონ სწრაფი ტესტი (Rapid test), წინააღმდეგ შემთხვევაში გაწერილია ჯარიმა, 300 ევროს ოდენობით. ჯარიმის გადახდა მოხდება ხელფასიდან ანუ ფაქტობრივად, თანამშრომელი ხელფასიდან დაკარგავს 300 ევროს, თუ სამსახურში გამოცხადდება ისე, რომ ტესტი არ ექნება გაკეთებული. მას არ შეეძლება ხელფასის სრულად აღება და ჯარიმის ცალკე გადახდა.

თავად სწრაფი ტესტის ღირებულებამ 20-დან 10 ევრომდე დაიწია მას შემდეგ, რაც ტესტირება სავალდებულო გახდა სხვადასხვა სფეროს მუშაკებისთვის, ვისაც არ სურთ ვაქცინაცია.

ამას გარდა, ვორიდი სასაცილოს უწოდებს იმ საჩივრებს, რომლებიც ვაქცინის მოწინააღმდეგე მშობლებს მასწავლებლებისა და დირექტორების წინააღმდეგ შეაქვთ.

onalem

ტესტ