fbpx
საბერძნეთი

დააკავეს ბერძენი დეპუტატი ქალი, რომელსაც თესალონიკში 66 კგ მარიხუანა უნდა გაესაღებინა

გავრცელებული ინფორმაციით, კასტორიაში დააკავეს საკრებულოს დეპუტატი, რომელსაც ნარკოტიკებით ვაჭრობა ედება ბრალად.

საუბარია ქალბატონზე, რომელიც მუნიციპალიტეტის საკრებულოს არჩეული დეპუტატია, ის დღის მეორე ნახევარში, შემოწმების შედეგად დააკავეს. მასთან ერთად აიყვანეს მისი პარტნიორი მამაკაციც და ჯამში 66 კგ მარიხუანა აღმოუჩინეს.

პოლიციის ინფორმაციით, დეპუტატი ქალისა და მისი პარტნიორის გარდა, დაკავებულია ის ადამიანიც, რომელსაც მათგან 66 კგ მარიხუანა უნდა აეღო. ნარკოტიკული საშუალებები თესალონიკში უნდა გასაღებულიყო.

საქმეზე კასტორიის განყოფილების ოფიცრები მუშაობენ, დაკავებულები კი, პროკურორის წინაშე წარდგებიან.

onalem

ტესტ