fbpx
საზოგადოება

კეფალონია: 20 წლის ავსტრალიელის იდუმალებით მოცული სიკვდილი

კუნძულ კეფალონიაზე გარდაცვლილი 20 წლის გოგონას სიკვდილის მიზეზად ჩამოხრჩობა დასახელდა. აქამდე უცნობი იყო, თუ რის გამო გარდაიცვალა ინსტაგრამ მოდელი მილიარდელის საკუთრებაში მყოფ იახტაზე. გოგონას მშობლები კუნძულზე ჩავიდნენ და გამოძიების საბოლოო შედეგებს ელოდებიან. ასევე დაწყებულია მისი სამშობლოში გადასვენების პროცესი.

ჩატარდა ექსპერტიზა და Protothema.gr-თან კორონერმა განაცხადა, რომ სიკვდილის მიზეზად ჩამოხრჩობა სახელდება, თუმცა, ლაბორატორიული კვლევის შედეგებს ჯერ კიდევ ელოდებიან, რომელიც 1 თვეში გახდება ცნობილი.

მისი თქმით, გოგონას სხეულზე სხვა სახის ძალადობის კვალი არ შეინიშნება. ახლა დავის საგანია იყო ეს გამიზნული თვითმკვლელობა, თუ რაიმეს ზეგავლენა, ვარაუდობენ ნარკოტიკული საშუალებების მოხმარებასაც.

აღსანიშნავია, რომ გოგონას დედას და დას კეფალონიაზე 20 წლის სინედის ნახვის საშუალება არ მიეცათ.

შემოწმდა იახტაზე დამონტაჟებული კამერებიც, რის საფუძველზეც პოლიციამ წინა პლანზე წამოსწია თვითმკვლელობის შესაძლებლობა.

onalem

ტესტ