fbpx
საზოგადოება

კიდევ 10 წუთი, რომ ევლო გადარჩებოდა – რა სახელდება 29 წლის ვიოლეტის გარდაცვალების მიზეზად?

29 წლის ვიოლეტის გარდაცვალებასთან დაკავშირებით ახალი დეტალები ვრცელდება. ამ დროისთვის პოლიციის ხელთ არსებული მასალების მიხედვით, გამოირიცხება კრიმინალური დანაშაულის შესაძლებლობა. მედია იუწყება, რომ ვიოლეტი განსაკუთრებით ძლიერი სიცხის გამო გარდაიცვალა, მას ამოწურული ჰქონდა წყლის მარაგიც და მისი ჩაცმულობა არ შეესაბამებოდა იმ პირობებს, რომლებშიც გადაადგილდებოდა, თანაც ფეხით.

ამბის ტრაგიკული მხარე ის არის, რომ ვიოლეტის ცხედარი იპოვეს კრიოს სანაპიროდან დაახლოებით 10 წუთის სავალზე, რაც ნიშნავს, რომ გოგონას კიდევ ცოტა ხანს რომ გაეძლო და გადაადგილებულიყო, დიდი ალბათობით, გადარჩებოდა.

მისი ცხედრის პოზიცია ცხადყოფს, რომ ის ხევში არ გადავარდნილა, თუმცა, ისიც უნდა აღინიშნოს, რომ დღეების გასვლისა და გვალვის გამო, რომელიც იმ დროს საბერძნეთში ფიქსირდებოდა, გვამი გაფუჭებული იყო.

პოლიცია ფიქრობს, რომ მან ორიენტაციაც დაკარგა, მის გვერდით აღმოჩენილი ცარიელი ბოთლები კი იმაზე მიუთითებს, რომ ვიოლეტს მეტი წყალი აღარ ჰქონდა.

 

onalem

ტესტ