fbpx
კრიმინალი

“კაროლაინმა გაიგო, რომ ანაგნოსტოპულო ნარკოტიკებით ვაჭრობაში იყო გარეული” – რას პასუხობს საბერძნეთის პოლიცია ბრიტანულ მედიას?!

ბრიტანული მედია კროლაინ ქროუჩის მკვლელობის ამბავს აქტიურად განიხილავს. რამდენიმე ხნის წინ Mirror-მა გაავრცელა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ბაბიმ საკუთარი 20 წლის ცოლი იმის გამო მოკლა, რომ მისი სახით მოწმე თავიდან მოეშორებინა. ამ წყაროზე დაყრდნობით, საბერძნეთის პოლიცია ვარაუდობს, რომ კაროლაინმა გაიგო, რომ ბაბი ნარკოტიკებით ვაჭრობის საქმეში იყო გარეული და შესაძლოა ეს არის მომხდარის რეალური მოტივი.

საბერძნეთის პოლიცია პასუხობს ბრიტანულ გამოცემებს, რომ მყარი საფუძვლის გარეშე ინფორმაციის გავრცელებისგან თავი შეიკავონ:

“მხატვრული ლიტერატურა სახელმწიფოს საქმე არ არის. როდესაც არსებობს რაიმე მტკიცებულება, ის ფასდება სასამართლოს მიერ, რომელმაც ძალიან კარგად იცის, როგორ გააკეთოს თავისი საქმე. პოლიცია მუშაობს და თანამშრომლობის საფუძველზე განიხილება ყველანაირი სცენარი, თუმცა, გამოძიების დეტალები პირდაპირ ეთერში განსახილველი საგანი არ არის,” აცხადებს პოლიციის სპიკერი.

შეგახსენებთ, რომ ხარალამბოს ანაგნოსტოპულო კატეგორიულად უარყოფს, რომ კაროლაინის მკვლელობა დაგეგმილი ჰქონდა.

onalem

ტესტ