fbpx
საზოგადოება

სისწრაფეს შეწირული ორი ახალგაზრდა საბერძნეთში – გარდაცვლილია 80 წლის მამაკაციც

კეფალონიის საზოგადოება შეძრულია ორი ახალგაზრდისა და 80 წლის მამაკაცის გარდაცვალებით, რომლებიც დიდი სისწრაფის მსხვერპლნი გახდნენ.

ირკვევა, რომ 16 წლის ელეფთერია და 20 წლის პანაიოტი მოტოციკლზე ისხდნენ, რომელსაც პანაიოტი თავად მართავდა. ისინი გაჭარბებული სიჩქარით მოძრაობდნენ და არგოსტოლიდან ლივათოსკენ მიემართებოდნენ. ბიჭმა საჭეზე კონტროლი დაკარგა და 80 წლის მამაკაცს შეეჯახნენ. მოხუცი ფეხით მიდიოდა და იმ წუთის გამოსული იყო ერთ-ერთი მაღაზიიდან.

არსებული ინფორმაციით, ძლიერი დაჯახების შედეგად მოხუცი ადგილზე დაიღუპა, პანაიოტი კი ინციდენტიდან რამდენიმე წუთში. ელეფთერიას სასწრაფო დახმარების მისვლისას ჯერ კიდევ აღენიშნებოდა პულსი, მაგრამ საავადმყოფოში გადაყვანამდე გარდაიცვალა.

onalem

ტესტ