fbpx
საბერძნეთისაზოგადოება

“მკვლელობამდე 10 დღით ადრე ქ-ნ სუზანას პილოტისთვის 20.000 ევრო ჰქონდა მიცემული” – ოჯახის ადვოკატი

კაროლაინის ოჯახის ადვოკატის მხრიდან უფრო და უფრო მეტი დეტალი ვრცელდება იმის შესახებ, თუ როგორი იყო მათი ყოველდღიური ცხოვრება, რა ფინანსური მდგომარეობა და პრობლემები ჰქონდა ახალგაზრდა წყვილს და როგორ მაქსიმალურად ცდილობდა კაროლაინის დედ-მამა გვერდში დადგომოდა მათ.

როგორც რამდენიმე დღის წინ ანაგნოსტოპულომ ციხიდან განაცხადა, კაროლაინის დაკრძალვის ხარჯები თავად დაფარა, თუმცა, ამ სიტყვებს ქ-ნ სუზანა ადვოკატის საშუალებით პასუხობს:

“მან არა მხოლოდ სასახლისთვის მოითხოვა 2.200 ევრო, არამედ კიდევ ცალკე 2.000 ევრო, რომ კაროლაინის ცხედარი კუნძულ ალონისოზე გადაესვენებინათ. გარდა ამისა, იქამდე, კაროლაინის მკვლელობამდე 10 დღით ადრე, ქ-ნ სუზანამ პილოტს 20.000 ევრო მისცა, ნაღდი ფულის სახით.

მითხარით, რამდენად ღირებულია იმ ადამიანის სიტყვები, რომელიც 37 დღის მანძილზე ხელისუფლებას აიძულებდა ეძებნა 3 მძარცველი, რომელმაც მისი შვილის დედა და ძაღლი მოკლეს?! გასაოცარი თეატრია,” ამბობს თანასის ხარმანი.

ამ დროისთვის პოლიცია ცდილობს დაადგინოს, რა რეალური მოტივი იმალება ხარალამბოს ანაგნოსტოპულოს მიერ ჩადენილი სასტიკი დანაშაულის უკან და არის თუ არა ის გახვეული კიდევ სხვა უკანონობებში.

 

onalem

ტესტ