fbpx
საბერძნეთისაზოგადოება

საბერძნეთი: ექიმმა ფეხმძიმე ქალის გასინჯვაზე უარი თქვა, რადგან ჩათვალა, რომ სერიოზული არაფერი იყო

სერიოზული შემთხვევის შესახებ ევიელი ქალი ჰყვება, რომელმაც საკუთარი ფეხმძიმე და საავადმყოფოში მიიყვანა, სადაც შესაბამისი დახმარება არ გაუწიეს.

კერძოდ, ფეხმძიმე ქალი, დის თანხლებით, ხალკიდას საავადმყოფოში 29 აპრილს სასწრაფო დახმარების მანქანით მიიყვანეს, რადგან თავს ძალიან ცუდად გრძნობდა, აღენიშნებოდა თავის ძლიერი ტკივილი და ცხვირიდან სისხლდენა. ადგილზე მისვლის შემდეგ იქ მყოფმა ექთანმა მაქსიმალური ყურადღება გამოიჩინა და დაეხმარა, როგორც შეეძლო, თუმცა, როდესაც მიხვდა, რომ ექიმი სჭირდებოდათ, მორიგე გინეკოლოგთან დარეკა და უთხრა, რომ პაციენტი ჰყავდათ და ქვემოთ უნდა ჩამოსულიყო.

როდესაც ექიმმა ფეხმძიმე ქალის მდგომარეობა იკითხა, ჩათვალა, რომ სერიოზული არაფერი იყო და უპასუხა: “ჩემი ქვემოთ ჩამოსვლის მიზეზს ვერ ვხედავ. პარაცეტამოლი მიიღოს.”

საბოლოოდ, დებმა საავადმყოფო ისე დატოვეს, რომ შესაბამისი გამოკვლევა არ ჩაუტარდა, რათა სისხლდენისა და თავის ძლიერი ტკვილის მიზეზი დადგენილიყო.

onalem

ტესტ