fbpx
საბერძნეთი

“ჩვენი მოვალეობაა, რომ მოსახლეობას საფრთხის შესახებ ვაცნობოთ” – მიწისძვრა იოანინაში, რომელზეც გერასიმოს პაპადოპულო კომენტარს აკეთებს

დღეს შუადღეს იოანინაში 4,2 ბალიანი მიწისძვრა დაფიქსირდა, რაც იპიროს მოსახლეობისთვის საკმაოდ საგრძნობი იყო და ამ ფაქტს მოგვიანებით სეისმოლოგების მხრიდან ვრცელი შეფასებები მოჰყვა.

გერასიმოს პაპადოპულოსი აცხადებს, რომ კორინთოს ყურეში მოსალოდნელია დაახლოებით 6 ბალიანი მიწისძვრა, თუკი კვლევებსა და სტატისტიკას დავეყრდნობით.

“ჩვენს ხელთ არსებული სანდო მონაცემები გვიჩვენებს, რომ კორინთოს ყურეში 6 და მეტბალიანი მიწისძვრები გამორიცხული არ არის. ისინი მეორდება ყოველ 25-30 წელიწადში ერთხელ და ჩვენ ახლა ვართ 27-ე წელიწადში წინა მიწისძვრიდან. მსგავსი ტიპის ბოლო ყველაზე ძლიერი მიწისძვრა მოხდა 1995 წელს ეგიოში.

ვფიქრობ, მეცნიერების პასუხისმგებლობაა, რომ შევახსენოთ მოსახლეობას იმ საფრთხის შესახებ, რომელიც არსებობს. რადგან როდესაც საფრთხის შესახებ არაინფორმირებულები ვართ, მასთან გამკლავებაც არ ხდება. ადგილობრივ დონეზე პრევენციული ზომების მიღებას ნაკლებად ვხვდები შესაბამისი ორგანოების მხრიდან, რომელთაც კანონით ევალებათ მოსახლეობისა და ნიადაგის მომზადება ამ ყველაფრისთვის. ეს უკიდურესად მნიშვნელოვანია და სწორედ ამიტომ, ყურადღება უნდა გამოვიჩინოთ,” აცხადებს პროფესორი.

onalem

ტესტ