fbpx
საბერძნეთი

პირეა: 68 წლის მამაკაცმა ავტოსადგომის თანამშრომელს კამათისას ესროლა, წავიდა, შემდეგ დაბრუნდა და მეორედაც ესროლა

პირეაზე რამდენიმე საათის წინ წარმოუდგენელი შემთხვევა მოხდა. დაახლოებით 40 წლამდე მამაკაცი შუა ქუჩაში უბრალო შეკამათების გამო მოკლეს. როგორც ირკვევა, ინციდენტი ავტოსადგომის ტერიტორიაზე მოხდა, სადაც 68 წლის მამაკაცსა და სადგომის 40 წლამდე თანამშრომელს შორის სიტყვიერი შეკამათება მოხდა. სწორედ ამ დროს, 68 წლის კაცმა იარაღი ამოიღო, მეორეს ესროლა, შემდეგ წავიდა, მაგრამ ისევ დაბრუნდა უკან და საბოლოო, სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა – მეორედ თავში დამიზნებით ესროლა.

როგორც მეზობლები ამბობენ, 68 წლის მამაკაცი მუდმივად გაღიზიანებული იყო, ყველას ეჩხუბებოდა, აბსოლუტურად უმიზეზოდ და ხშირად იწვევდა კონფლიქტს. ის მკვლელობის შემდეგ ჯერ თავის სახლში ჩაიკეტა, მაგრამ შემდეგ პოლიციას ჩაბარდა.

საქმის მასალების მიხედვით, ავტოსადგომის თანამშრომელი ალბანელი მამაკაცია, 40 წლამდე, სროლის შედეგად ის ძანიოს საავადმყოფოში გადაიყვანეს, მაგრამ ექიმებმა მხოლოდ მისი გარდაცვალება დაადასტურეს.

 

onalem

ტესტ