fbpx
საბერძნეთი

ცეცხლი ათენის მიმართულებით მიმავალ თვითმფრინავზე boeing 777

ორშაბათს ლონდონის აეროპორტ Heathrow-დან ათენის მიმართულებით მიმავალმა თვითმფრინავმა კინაღამ ავიაკატასტროფა განიცადა.

აფრენიდან დაახლოებით 10 წუთში ერთ-ერთ ძრავას ცეცხლი გაუჩნდა.

67 წლის მამაკაცი სწორედ იმ ფანჯარასთან იჯდა, რომელიც აღნიშნული ძრავის თავზე იყო. მან ზუსტად აღწერა, თუ რა დაინახა: ”თავიდან საშინელი ხმაური იყო, შემდეგ კი 6 ძლიერი დარტყმა ვიგრძენით, ერთმანეთის მიყოლებით. ღმერთის არ მჯერა, მაგრამ იმ მომენტში ვილოცე. კინაღამ გული გაგვისკდა. დანარჩენი მგზავრებიც ხედავდნენ ცეცხლს.”

როგორც 67 წლის მამაკაცი ამბობს, პირველი ფრენა გადაიდო, რადგან შეამჩნიეს, რომ თვითმფრინავს პრობლემა ჰქონდა. მეორე თვითმფრინავი არ აფრინდა, რადგან თანამშრომლებს სამუშაო საათები უკვე დასრულებული ჰქონდათ. ეს კი იყო მესამე თვითმფრინავი, რომელიც აფრინდა და ცეცხლი გაუჩნდა.

საბედნიეროდ, თვითმფრინავი დასვეს და შეცვალეს. ლონდონიდან ათენში ჩაფრენას 33 საათი დასჭირდა.

onalem

ტესტ