fbpx
საბერძნეთი

ივნისის ბოლოს ციფრული “მწვანე სერთიფიკატი” საბერძნეთში მარტივი მოგზაურობისთვის

რამდენიმე ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ევროკავშირი ვერ შეთანხმდა “მწვანე სერთიფიკატის” საკითხზე და სწორედ ამიტომ 1 ივნისიდან აღნიშნული საბუთი ძალაში არ შედის. თუმცა, საბერძნეთი სწორედ ამ დროისთვის გეგმავდა Green Pass-ის ამუშავებას.

მიუხედავად ყველაფრისა, ახლად გავრცელებული ინფორმაციით, ევროკავშირში “მწვანე სერთიფიკატი” ივნისის ბოლოდან შევა ძალაში და შესაბამისად, საბერძნეთშიც, ვინაიდან ქვეყანამ ცდებში ერთ-ერთმა პირველმა მიიღო მონაწილეობა და საკმაოდ დიდი წარმატებით.

ბრიუსელში საკითხის განხილვისას აღინიშნა, რომ სულ მალე ფორმალური პროცესები დასრულდება და არანაირი დაბრკოლება აღარ იარსებებს, ამიტომ ივნისის ბოლოსთვის “მწვანე სერთიფიკატი” მზად იქნება.

საბერძნეთის პრემიერი, კირიაკოს მიცოტაკი აცხადებს: “ეს არის უკიდურესად პოზიტიური ნაბიჯი, რომელიც უზრუნველყოფს ევროკავშირის მასშტაბით თავისუფალ და მარტივ გადაადგილებას, პარალელურად კი, ხელს შეუწყობს ეკონომიკის აღდგენასა და ამუშავებას.”

სერთიფიკატს ექნება როგორც ბეჭდური, ასევე ფიცრული სახე და დატანილი იქნება სამიდან ერთ-ერთი ინფორმაცია:

  1. რომ ვირუსი გაქვთ გადატანილი და გაქვთ ანტისხეულები.
  2. რომ ხართ ვაქცინირებული.
  3. რომ გაქვთ ჩატარებული PCR ტესტი ბოლო 72 საათის მანძილზე.

onalem

ტესტ