fbpx
საბერძნეთისაზოგადოება

რითი იკვებებიან პატრას უნივერსიტეტის სტუდენტები: შემაშფოთებელი ფოტოები

ბერძნული წყაროების ინფორმაციით, პატრას უნივერსიტეტის ერთ-ერთმა სტუდენტმა საკუთარ ყოველდღიურ საჭმელში მწერი აღმოაჩინა, რასთან დაკავშირებითაც დაუყოვნებლივ საჩივარი გამოთქვა.

ის კომპიუტერული ინჟინერიის პირველი კურსის სტუდენტია და უნივერსიტეტის ბუფეტში სადილობდა.

“მე სადილს მივირთმევდი, რომელიც სხვადასხვა ბოსტნეულისგან შედგებოდა. ცოტა ხნის შემდეგ მე და ჩემმა მეგობარმა გულისრევა ვიგრძენით, რადგან თეფშზე მწერი დავინახეთ.”

აღსანიშნავია, რომ ეს უნივერსიტეტის ბუფეტში მომხდარი პირველი შემთხვევა არ არის. შედარებით ადრე ერთ-ერთმა სტუდენტმა კერძში აღმოაჩინა ქაღალდის იარლიყი, რომელზეც კარტოფილის ვარგისიანობის ვადები იყო მითითებული.

იხილეთ ფოტოები:

onalem

ტესტ